თურქული მედიკამენტების საქართველოს ბაზარზე 2-3 კვირაში გამოჩნდება, – ამის შესახებ პრემიერმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქული მედიკამენტების მაღალ ფასსა და თურქული წამლებისთვის საქართველოს ბაზრის გახსნის საკითხზე ისაუბრა, იქვე აღნიშნა, რომ დაინერგება ელექტრონული რეცეპტი.
“ალბათ მკითხავთ, რა კავშირი აქვს ამას ფასებთან, მაგრამ გეტყვით, რომ აქვს და დიდი კავშირი აქვს, იმიტომ, რომ ის მანკიერი სისტემა, მე ვიტყოდი ის მაფიოზური სქემები, რომელიც დღეს არის შექმნილი, უნდა დამთავრდეს და მე ამას დავასრულებ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მოსახლეობას უნდა გაუნახევრდეს და შეუმცირდეს გადასახადები მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე.
„ეს ძალიან მალე მოხდება, ჩემი ინფორმაციით, 2 კვირაში უკვე შემოვა პირველი პარტია თურქული მედიკამენტების და აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, GMP-სტანდარტის მედიკამენტები. ე.წ გენერიკები, რომელიც ასევე იყო კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი იმედოვნებს, რომ ბაზარზე ამ ცვლილებების შედეგად გაიზრდება კონკურენცია, მომხმარებელს ექნება უფრო ფართო არჩევანი და უფრო ნაკლებს გადაიხდის ჯიბიდან მედიკამენტებზე.