რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არასწორი ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება.
„ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. ძალიან კარგი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარია იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.