მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ინოვასი მედიკამენტებს მცენარეული ნედლეულის გამოყენებით დაამზადებს
ინოვასი გამოიყენებს ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს,საწარმო ლილოს ტერიტორიაზე (იუმაშევის #23) „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში გაიხსნა.

ინოვასი მედიკამენტებს მცენარეული ნედლეულის გამოყენებით დაამზადებს

თბილისი (GBC) – ქართველ ფარმაცევტულ ბაზარს კიდევ ერთი საწარმო შეემატა. 

მეწარმოების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საწარმო აქტიური სუბსტანციების წარმოების ხარჯზე საგრძნობლად შეუწყობს ხელს რიგი მედიკამენტების გაიაფებას და ამასთანავე მრავალპროფილური წარმოების ხარჯზე ახალ მედიკამენტებს შესთავაზებს მომხმარებლებს. 

კომპანია „ინოვასმა” ფარმაცევტულ საწარმო ლილოს ტერიტორიაზე (იუმაშევის #23) „აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში გახსნა. 

წარმოების პროცესებში მუდმივად დასაქმდება 50-დან 100 ადამიანამდე, ხოლო მცენარეული ნედლეულის მოპოვების პროცესში რეგიონებში სეზონურად 1000 ადამიანი იქნება ჩართული,  ეს რიცხვი სხვადასხვა სეზონსა და მცენარეების მოპოვებისას 2000-მდე გაიზრდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ „ინოვასი” პირველი კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც გამოიყენებს ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს და წარმოების სრულ ციკლს განახორციელებს დაწყებული ნედლეულის მოპოვება-გადამუშავებიდან მზა პროდუქციის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვით დასრულებული. 

საწყის ეტაპზე საწარმოში შესაძლებელი იქნება 40-მდე დასახელების მცენარის გადამუშავება და 60-მდე აქტიური ნივთიერების წარმოება. კომპანია ასევე გეგმავს საოჯახო რეცეპტურის სერიულ წარმოებასა და კომერციალიზაციასაც, შესაბამისად, შესაძლებელია მომხმარებელს ბევრი სიახლე შესთავაზოს იმ მედიკამენტების კუთხით, რომელთა შესახებ საზოგადოების მცირე ნაწილისათვის იყო ცნობილი. 

საქმიანობას „ინოვასი” განახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ის უკვე ემზადება GMP/HASP/ISO სერტიფიცირებისთვის. 

კომპანია „ინოვასი“ სარგებლობს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით – სააგენტო „თიბისი ბანკის“ მიერ კომპანიისთის გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსებას ახორციელებს პირველი 2 წლის განმავლობაში. 

სესხის ოდენობა 2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ინვესტიციის რაოდენობა 9 მლნ ლარია.

gbc.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …