მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „ინნოვასმა” მედიკამენტების ინგრედიენტების ექსპორტი დაიწყო
ინნოვასის მიერ წარმოებული ინგრედიენტებით პირველად რუსეთი დაინტერესდა, შედეგად, კომპანიამ 1 თვის წინ მეზობელ ქვეყანაში პირველი ექსპორტი განახორციელა.

„ინნოვასმა” მედიკამენტების ინგრედიენტების ექსპორტი დაიწყო

გასულ წელს გახსნილი ფარმაცევტულმა კომპანია „ინნოვასმა” ექსპორტის განხორციელება დაიწყო. საუბარია, მედიკამენტების ინგრედიენტების ექსპორტზე. კომპანიის ხელმძღვანელი დავით ებრალიძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ „ინნოვასის” მიერ წარმოებული ინგრედიენტებით პირველად რუსეთი დაინტერესდა, შედეგად, კომპანიამ 1 თვის წინ მეზობელ ქვეყანაში პირველი ექსპორტი განახორციელა.

ებრალიძის ინფორმაციით, ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასთან და ყაზახეთთან.

რაც შეეხება ახალი საწარმოს მშენებლობას, ებრალიძე განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2017 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. „ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტირების და მიწის ნაკვეთის მოძიების სამუშაოები. ახალი ქარხანა არსებულთან მოშორებით, დაახლოებით, 5 000 -6000 კვადრატულ მიწის ფართობზე აშენდება”-აცხადებს ებრალიძე.

მისი ინფორმაციით, ახალი ქარხანა უკვე მზა ფორმის მედიკამენტების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული ინვესტიციის ოდენობა კი დაახლოებით 6 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, ამ დროისთვის „ინნოვა” იმ ნივთიერებებს აწარმოებს, რომლებსაც მედიკამენტების წარმოებაში ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია აქვს.

საწარმო 2015 წელს, თბილისში, ლილოს დასახლებაში გაიხსნა. . ინვესტირებულია დაახლოებით 4.5 მილიონი დოლარი და ის პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა. აქედან „თიბისი ბანკის” სესხი 2 მილიონი დოლარს შეადგენს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …