“ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის”, – აღნიშნული ინიციატივით გამოდის ჯანდაცვის სამინისტრო და ქართულ ბაზარზე ჯენერიკების შემოსვლისა და მისი სეგმენტის გაფართოვების აუცილებლობაზეც მიანიშნებს.
იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს, აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
ექსპერტები, სპეციალსიტები, მედიკოსები, ფარმაცევტები და მედიცინის სფეროში მოღვაწე სხვა წარმომადგენლები სამინისტროს ინიციატივას დადებიათად აფასებენ, თუმცა ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ასახელებენ. “საზოგადოებამ არ იცის ჯენერიკების სანდოობისა და ეფექტურობის შესახებ”, – აცხადებენ ისინი.
ჯენერიკ მედიკამენტების ბაზარზე შემოსვლის საკითხს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა.
“ზოგადად ჯენერიკები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მისი მოხმარების დონეც მაღალია. განსხვავება ჯენერიკ და ბრენდულ პრეპარატს მინიმალურია, მათ შემადგენლობაში ერთი და იგივე ფორმულაა, წარმოება კი სხვადასხვა დამუშავების ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. თუმცა ჯენერიკების მოხმარება საკმაოდ ეფექტურია მოსახლეობისთვის.
ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება გაზრდის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას. ეს საუკეთესო ალტერნატივაა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ამასთან, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაიზარდის მიზნით, საუკეთესო საშუალეებაა ქვეყანაში კონკურენციის ხელშეწყობა და ჯენერიკ პრეპარატების იმპორტის გაფართოება”, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
“ჯენერიკ მედიკამენტის შემადგენლობა ორიგინალი პრეპარატის იდენტურია. წამლის შექმნისას ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯება. ფირმას, რომელიც პრეპარატის გამომგონებელია და მას უშვებს წარმოებაში, რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მედიკამენტის წარმოების უფლება სხვა ფარმაცევტულ კომპანიას არ გააჩნია. პატენტის ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია იგივე შემადგენლობის პრეპარატის წარმოება და ამას ჰქვია უკვე ჯენერიკი.
ჯენერიკი სახელწოდება შეცვლილი ეფექტური და სანდო მედიკამენტია”, – აღნიშნავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზურა ფუტკარაძე.
ფუტკარაძე მწარმებელ ქვეყანას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა მედიკამენტის ფალსიფიცირებაზე საუბრობს და ხარისხის კონტროლის გამაკაცრების აუცილებლობაზე მიანიშნებს.
“ჯენერიკი რომელ ქვეყანაშია შექმნილი, წარმოებული და დაფასოებული და რომელი ფარმაცევტული კომპანია უშვებს მას გადამწყვეტი მნშვნელობა არ აქვს. საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა ინდური წარმოების ჯენერიკები. ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს ნებისმიერი ფარმა კომპანიის მიერ გამოშვებული მედიკამენტი და ყველა ქვეყანაში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზე და ქვეყანაში მაკონტროლებელი ორგანოს არსებობაზე – მთავარია მომხმარებლამდე არ მივიდეს უხარისხო და ფალსიფიცირებული მედიკამენტი. ჯენერიკი ცუდია, ეს გამორიცხულია”, – აღნიშნავს ზურა ფუტკარაძე.
მედიკოსები და მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით და სამინისტროს მდგომარეობის დროულად დარეგულირებისკენ მიანიშნებენ. თუმცა ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლასა და მათი სეგმენტის გაფართოებას ითავლისწინებს, დადებითად აფასებენ.
“მედიკამენტები ძალიან გაძვირებულია. შესაბამისად, პაციენტები ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აუცილებელია რაიმე კონკრეტული ღონისძიებებით მოხდეს ფასების დარეგულირება. შექმნილი მდგომარეობიდან ერთ-ერთი უტყუარი გამოსავალი ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებაა.
მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასების ფონზე კი, უმნიშვნელოვანესია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე გაჩნდეს ჯენერიკ მედიკამენტები, მაგრამ ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის სტანდარტებს. მედიკამენტის ხარისხს მწარმოებელი ქყევენა არ განსაზღვრავს, შესაძლოა პრეპარატი ინდოეთში იყოს დამზადებული, მაგრამ აკმაყოფილებდეს შესაბამისი ხარისხის სტანდარტებს და ის უსაფრთხო იყოს მომხმარებლისთვის”, – აცხადებენ მედიკოსები.
ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ გამოსავალს, რომელიც ჯენერიკებზე ორიენტაციის აღებას ითვალისწინებს მიესალმება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელზა ვაშაკიძეც, თუმცა საფრთხეებსაც არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება აუცილებელია.
“ყველას და მათ შორის, სოციალურად დაუცველ ფენას საქართველოში უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ღირსეული და ხარისხიანი მედიკამენტი, რომელიც ხელმისაწვდომი მათთვისაც უნდა იყოს. ხარისხიანი ჯენერიკები არანაკლებ ეფექტური და სანდოა. წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტო უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში ნებისმიერი გაყიდვაში არსებული წამლის ხარისხსა და სანდოობაზე, იქნება ეს ინდური, თურქული, ევოპული თუ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული წამალი. მედიკამენტის ხარისხის უზრუნველყოფა მთლიანად სახელმწიფოს პრეროგატივაა და პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს”, – აღნიშნავს ელზა ვაშაკიძე.