მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ინდური წარმოების ჯენერიკ მედიკამენტები მაღალი ხარისხის, სანდო და ეფექტურია
ინდური წარმოების ჯენერიკ მედიკამენტები იყიდება ამერიკის ბაზარზე, ესე იგი მას ამერიკის ბაზარზე აქვს გავლილი ხარისხის კონტროლი და შეესაბამება სტანდარტებს.

ინდური წარმოების ჯენერიკ მედიკამენტები მაღალი ხარისხის, სანდო და ეფექტურია

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაზე, მათ მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, ფარმაცევტული კომპანია „ჯი პი სი“–ს გენერალურმა დირექტორმა დავით კილაძემ ისაუბრა. 

„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საუბარი მედიკამენტების სიძვირეზე, რომელიც მტკივნეულად აწვება მომხმარებლის ჯიბეს. შექმნილი მდგომარეობის დარეგულირების ერთ-ერთი გზა ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების ფართოდ დანერგვა და მათი სეგმენტის გაფართოებაა.

ჩვენი კომპანია დაახლოებით, ოთხი წელია ამ პროექტს ვახორციელებთ და ამ მიმართულებით მივდივართ. შემოგვაქვს ჯენერიკები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, რომელთა რეალიზაციასაც ჩვენს საცალო სააფთიაქო ქსელში ვახორციელებთ. ის დაახლოებით 20–30 პროცენტით უფრო იაფია, ვიდრე მისი ანალოგი ბრენდული წამლებისა. ამასთან, აღნიშნული მედიკამენტების დიდი ნაწილი ინდური წარმოებისაა და ხარისხითა და ფარმაცევტული თვისებებით ისეთივე ეფექტური როგორც ბრენდული პრეპარატები“, – განაცხადა კილაძემ.

„ჯი პი სი“–ს გენერალური დირექტორი საზოგადოების ინფორმირებულობის დონეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანია, თუმცა არა აუცილებელი. 

„მოსახლეობისთვის ჯენერიკ მედიკამენტსა და ბრენდს შორის დეტალური განსხვავების ცოდნა არ არის აუცილებელი. ზოგადად, ოჯახის ექიმის მიერ მედიკამენტის გამოწერა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ჯენერიკული დასახელებით. მკურნალობის სტანდარტი უნდა გადიოდეს ჯენერიკ მედიკამენტებზე, ასე  მიდგომაა მთელ მსოფლიოში. არის მედიკამენტები, რომლებსაც ადამიანი თავად ირჩევს და რეცეპტი არ სჭირდება. მაგალითად ვიტამინი C და სხვამსგავსი პრეპარატები,“

-განმარტავს კილაძე და აღნიშნავს, რომ ჯენერიკ მედიკამენტების მოხმარების კულტურა დადებითად აისახება, როგორც პაციენტზე, ასევე, სახელმწიფო თუ კერძო სადაზღვევო კომპანიის ბიუჯეტზეც. 

„კერძო ან სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა, რომელიც ნაწილობრივ ანაზღაურებს პაციენტის მიერ გაღებულ მედიკამენტის საფასურს და შესაბამისად, მას უწევს მინიმალურის გადახდა. მთელს მსოფლიოში ასეთი მიდგომაა, კერძოდ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ჯენერიკების მინიმალური ფასი დაფაროს. თუ ადამიანს უნდა მაინცდამაინც ბრენდული წამლის მიღება, მაშინ სხვაობის გადახდა თავისი ჯიბიდან უწევს და მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა დავით კილაძემ.

ბ-ნო დავით თქვენს სააფთიაქო ქსელებში დაახლოებით რამდენი პროცენტი უკავია ჯენერიკებს და რამდენი ბრენდულ მედიკამენტებს? 

ჯენერიკ მედიკამენტები ჩვენს სააფთიაქო ქსელში კარგად დაინერგა და დღითიდღე იზრდება მისი ბრუნვა, მაგრამ მხოლოდ ჯენერიკის განთავსება აფთიაქში ეს ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას ვერ დაარეგულირებს. იმისთვის, რომ ეს დაინერგოს და მისი მოხმარება მისაღებად იქცეს, საზოგადოება ენდობოდეს,  საჭიროა, რომ ჯენერიკ მედიკამენტის გამოწერა ექიმის კაბინეტში ხდებოდეს ანუ ოჯახის ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მანვე უნდა დაარწმუნოს პაციენტი მის ხარისხსაა და ეფექტიანობაში.

ქვეყნებში სადაც ასეთი სტანდარტია დანერგილი, ჯენერიკების ბრუნვის წილი  დაახლოებით, 60 –70 პროცენტს შეადგენს. ჯანდაცვის სიტემისთვის და პაციენტებისთვის  ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. 

ქართული ფარმაცევტული ბაზარი ძირითადად, რომელი ქვეყნის წარმოების ჯენერიკებითაა გაჯერებული? 

ჯენერიკების მწარმოებლები მსოფლიოში საკმაოდ ბევრია. დღეს ყველაზე დიდი მწარმოებელი ჯენერიკების ინდოეთია. ინდური წარმოების ჯენერიკ მედიკამენტები იყიდება ამერიკის ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ბაზარზე აქვს გავლილი ხარისხის ყველა საჭირო კონტროლი და შეესაბამება სტანდარტებს.

ევროპაში ჯენერიკ წარმოების ცენტრებია გერმანია და ესპანეთი, არაბეთის ნახევარკუნძულზე დუბაი და გაერთიანებული საემიროები, ლათინურ ამერიკაში – ბრაზილია ლიდერობს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს კანადურ ჯენერიკებს.

მსოფლიოში ჯენერიკების წარმეობის  ყველაზე მსხვილი მწარმოებლები სწორედ ამ ქვეყნებში არიან. საქართველოში ჯენერიკ მედიკამენტები ძირითადად,  ამერიკიდან შემოგვაქვს, სადაც ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ინდური წარმოების ჯენერიკებს უკვია. აღნიშნული პრეპარატი ძალიან მაღალი ხარისხის, სანდო და ეფექტურია. უმთავარესია წამალში იყოს შესწავლილი მაღალი ხარისხის ბიოექვივალენტობა და წარმოება მიმდინარეობდეს სტანდარტების დაცვით.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …