ჯენერიკ მედიკამენტების, მათ შორის, ინდური წარმოების ჯენერიკების გამოყენების საკითხს ოჯახის ექიმი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა:
„როდესაც პაციენტს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და მისთვის სასურველია ხარისხიანი და იაფი მედიკამენტის მიღება, რომელიც ანალოგიური მოქმედების პრეპარატია, რა თქმა უნდა, ვცდილობ ანგარიშის გაწევას და ვუნიშნავს ჯენერიკს.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოვიდეს და დარეგისტრირდეს მეტი ჯენერიკ მედიკამენტი, რაც კონკურენციის გაზრდას და ფასის კლებას გამოიწვევს, ერთის მხრივ, ვეთანხმები, თუმცა მეორეს მხრივ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერდეს.
ინდური ჯენერიკების გარკვეული კატეგორია ეფექტური, სანდო და ხარისხიანია, შესაბამისად, პაციენტისთვის დამინიშნავს კიდეც. ნდობა მედიკამენტის მიმართ პრაქტიკიდან გამომდინარე გიყალიბდება“.