მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ინდური და აზიის სხვა ქვეყნების წარმოებული მედიკამენტები ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომია
საკმაოდ ეფექტური, ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა ინდური, აზიის სხვა ქვეყნების, დასავლეთ ევროპის, მათ შორის პოლონური და ჩეხური მედიკამენტები.

ინდური და აზიის სხვა ქვეყნების წარმოებული მედიკამენტები ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომია

ჯანდაცვის სამინისტრო  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს.

მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ  ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

მედიკამენტების ფასების პრობლემასა და ჯენერიკული წამლების საკითხს ექიმი ელზა ვაშაკიძეგამოეხმაურა.

“ბრენდი და ძვირადღირებული წამალი ზოგადად, რომ  უკეთესია, ვიდრე ჯენერიკი, ეს ყველასთვის ცნობილია. მაგალითად,  შანელის კაბა რა თქმა უნდა, სჯობს 50 ლარიან კაბას, მაგრამ რისი საშუალებაც აქვს სახელმწიფოს ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სწორედ მას მიმართავს. არსებობს შედარებით კარგი ხარისხის ჯენერიკები და არცერთი ექიმი არ არის ჯენერიკის დანიშვნის წინააღმდეგი.

დაბალი ხარისხის წამლების რეალიზაციის წინააღმდეგ სახელმწიფო ყოველთვის გამოდიოდა, აქ ლაპარაკია ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაზე და ამის შემდგომ, ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე.ზოგადად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თემა  ძალიან აქტუალურია. პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი  მთხოვს, დავუნიშნო ეფექტური და შედარებით იაფი წამალი.

თუმცა არიან გამონაკლისი პაციენტები, რომლებიც კონკრეტულად ბრენდული წამლის დანიშვნას მოითხოვენ. პაციენტების მოთხოვნიდან გამომდინარე ექიმებიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ოპტიმალურ ვარიანტს არჩევს.  საკმაოდ ეფექტური, ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა ინდური, აზიის სხვა ქვეყნების, დასავლეთ ევროპის, მათ შორის პოლონური და ჩეხური მედიკამენტები.

არსებობს მედიკამენტების ნაწილი, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ ჯენერიკები დაიძულებული ხარ ბრენდული მედიკამენტი გამოწერო. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს სწორი მიმართულება აქვს აღებული –  მეტი ჯენერიკ მედიკამენტის იმპორტი და არჩევანის მრავალფეროვნება მოსახლეობის ჯიბეს დადებითად წაადგება”.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა პედიატრმა ირაკლი ბეგოიძემ. ექიმმა ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზე და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერების ინიციატივა დადებითად შეაფასა.

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისასალმებელია და პაციენტებზეა მორგებული.საქართველოში  ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ყოველდღიურად  იზრდება. ის რეფორმები, რომლებსაც,დღესდღეობით, ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ხალხს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯით  მართონ საკუთარი ჯანმრთელობა.

აღნიშნული რეფორმაც, სწორედ, ამასემსახურება. გარდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდისა, პირველადი რგოლის რეფორმა დაზოგადად, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება, პაციენეტებს დადებით შედეგეს მოუტანთ,კერძოდ, აღარ  მოუწევთ სხვადასხვა სპეციალისტებთან სიარული, რიგებში დგომა და დროის დაკარგვა.

ოჯახის ექიმთან ვიზიტისას მოხდება  მათი სწორად ინფორმირება საკუთარი ჯანმრთელობისა დადაავადების მდგომარეობის შესახებ. ამასთან,  საჭიროების შემთხვევაში გადაწყდება მათი სწორად გადამისამართება ვიწრო სპეციალისტთან. ხშირ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი თავად ერთვება დროულად აღმოჩენილი დაავადების მკურნალობაში.“

ამასთან, პედიატრი ექიმების დატრენინგების აუცილებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების წარმატებისა, აუცილებელია, ყველა ექიმს, ოჯახის ექიმისა თუ ვიწრო სპეციალისტის გადამზადება – უწყვეტი განათლების კურსები.

„უწყვეტი განათლება მნიშვნელოვანია ექიმის პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მოგეხსენებათ, მედიცინა დღითიდღე უფრო ვითარდება და მედიკოსები მუდმივად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე’’. 

ირაკლი ბეგოიძემ მედიკამენტების გაძვირებაზეც ისაუბრა და უკმაყოფილილება გამოთქვა კატასტროფულად გაზრდილ ფასებზე. მედიკოსმა ჯენერიკ მედიკამენტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი სრულიად უსაფრთხო და სანდოა.

„ექიმებს გვეშინია პაციენტებისთვის რეცეპტის გამოწერა. ისინი ხშირ შემთხვევაში ვეღარ აგრძელებენ მკურნალობას მედიკამენტების სიძვირის გამო. ეჭვსასც კი, გამოთქვამენ, იმის თაობაზე, თითქოს, ექიმმა გამიზნულად გამოუწერა მათ ძვირადღირებული წამალი. რეალურად, პრობლემა სააფთიაქო ქსელებშია.თითქმის ყველა მედიკამენტზე ფასები ორჯერ გაიზარდა.

ამიტომ  საუბარია, ორიგინალ მედიკამენტებთან ერთად ფარმაცევტულ ბაზარზე მოხდეს  ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება. ეს მისაღები და აუცილებელია. ჯენერიკებით მკურნალობა, სრულიად უსაფრთხოა, ამასთან ის სანდოა და ანალოგიური ეფექტის მქონდე მედიკამენტია, როგორც ორიგინალი პრეპარატი“.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …