მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.
სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
„აღნიშნული ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის”,– ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსები.
„ჯენერიკებისა და ინდური წარმოების მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მათი მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის, “ – აცხადებენ ისინი.
ამ ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამაკაცრებას გეგმავს. “სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტი საქართველოს მთავრობამ უკვე განიხილა.
“სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცაპროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხისკონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.
ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს დათუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილიმედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტადგადაიქცევა.
თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივსამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციისმფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებშიგადამოწმება“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე გვესაუბრება
ბატონო კახა, შევაჯამოთ გასული წელი. როგორ შეაფასებთ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას და ხომ არ გამოყოფთ რომელიმე პროგრამას, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია?
ზოგადად, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას დადებითად შევაფასებ. რაც შეეხება მნიშვნელოვან პროექტებს, გამოვყოფდი С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. ასევე, პროგრამას ტუბერკულოზის შესახებ და დედათა და ბავშვთა ჯანდაცვას.
რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ახალი პროგრამის ამოქმედება დაანონსა, რომელიც გულისხმობს კონტროლის გამკაცრებას. თქვენი აზრით, რა ხარვეზები არსებობდა ამ მიმართულებით და რა უნდა გაკეთდეს სისტემის სრულყოფისათვის?
ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია – FDI, რომლის თანხმობის გარეშე ვერც ერთი მედიკამენტი ვერ ხვდება ამერიკის ბაზარზე. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გაიცხრილოს ბაზარზე შემოტანილი მედიკამენტები ხარისხის შესაბმისად.
პირველ რიგში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად არის ეს პრეპარატი დამზადებული. თითოეულ მედიკამენტზე უნდა ჩატარდეს კვლევა, ეს აუცილებელია და ასევე, უმნიშვნელოვანესია მედიკამენტის ბიოექვივალენტობა. ყურადღება უნდა მიექცეს არა იმას, თუ რა მედიკამენტს გამოწერს ექიმი, არამედ იმას, თუ რა პროდუქტი გვაქვს სააფთიქო ქსელში და რა შემოდის ბაზარზე.
უმეტეს შემთხვევაში, ჩვენთან მედიკამენტების შემოწმება ხდებოდა მხოლოდ ანოტაციების საფუძველზე. ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა, რადგან არაკეთილსინდისიერ მწარმოებელს შეუძლია გამოიყენოს არა 100% აქტიური ნივთიერება, არამედ გაცილებით ნაკლები. ამიტომ უნდა შემოწმდეს ყველა მედიკამენტის ექვივალენტობა.
უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც მას გააკონტროლებს და რომელსაც პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მედიკამენტებისა და პაციენტების უსაფრთხოების სამსახური. მან უნდა შეისწავლოს, რამდენად მაღალია პროცენტი ბიოექვივალენტურობისა პრეპარატში.
რას იტყვით ინდური და სხვა განვითარებად ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტების შესახებ?
ინდოეთიდან შემოდის ბრწყინვალე და საკმაოდ მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურია და მთელ მსოფლიოს ამარაგებს, მაგრამ არის მედიკამენტები, რომლებიც ანალოგიური დასახელებით მზადდება მეორად ქარხნებში და არის ფალსიფიცირებული. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შემოწმდეს ყველა მედიკამენტის ბიოექვივალენტობა, რომელიც შემოდის საქართველოში. ეს ძალიან მარტივია პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანი.
ანუ, თქვენ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმებით?
გამკაცრება – ეს სიტყვა არასწორია. ეს არის ამ საქმისადმი გეგმიური მიდგომა. მედიკამენტი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია, ხოლო თუ არა – ბაზარზე არ უნდა შემოვიდეს. იგივე სიტუაციაა, ახლა შემოაქვთ ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება. პირადად, პირველი დავემორჩილები წესს და თუ ჩემი ავტომობილი არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვისარგებლებ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან კატასტროფულადაა გაზრდილი ტუბერკულოზისა და ონკოლოგიური დაავადებათა რაოდენობა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიას და იმას, თუ რას ვიღებთ.
როგორ ფიქრობთ, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება მოსახლეობაში სანდოობას გაზრდის?
რასაკვირველია, სანდოობა გაიზრდება. გაიზრდება კონკურენციაც. მთავარია იმ ორგანომ, რომელსაც ეს დაევალება, იმუშაოს პროფესიონალურად და არა მხოლოდ ფორმალურად. ყველა მედიკამენტის ექვივალენტობა უნდა შემოწმდეს და წყნარად ვიქნებით ჩვენც, ექიმებიც და პაციენტებიც, რადგან დარწმუნებულები იქნებით, რომ პრეპარატი, რომელსაც მიიღებთ, არ მოგვწამლავს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“, რომელიც შემოიტანს ჯენერიკ მედიკამენტებს ინდოეთიდან. როგორ ფიქრობთ, ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ფარმაცევტული გარემოსათვის?
მეტი საშიშროება რუსეთიდან შემოსული მედიკამენტებით გვემუქრება. განსაკუთრებით ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც არც ერთ ბაზარზე შესაშვები არ არის, კვლევებიც კი არ არის ჩატარებული. რაც შეეხება ახალ კომპანიას, კონკურენცია ყოველთვის ბადებს წინსვლას, რა თქმა უნდა და ეს მხოლოდ მისასალმებელია.
თუ მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტების ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, რასაკვირველია, ძალიან კარგი ფაქტია. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ როდესაც იქნება ხარისხის კონტროლი, თავად დისტრიბუტორებსაც არ გაუჩნდებათ სურვილი, რომ უხარისხო პროდუქტი შემოიტანონ. ეს აქსიომაა და ამას არ სჭირდება ზედმეტი განხილვები. ამიტომ, ახალი კომპანიის ბაზარზე შემოსვლა ნამდვილად მისასალმებელია, კონკურენციას მივესალმები.