მთავარი » კვირის ინტერვიუ » ინდოეთში ფუნქციონირებს ქარხნები, სადაც საიმედო და მაღალი ხარისხის მედიკამენტებს აწარმოებენ
გააჩნია პრეპარატს და გააჩნია მწარმოებელ კომპანიას. სხვადასხვა ქვეყნებშიც ფუნქციონირებენ ქარხნები, სადაც საიმედო და მაღალი ხარისხის პედიკამენტებს აწარმოებენ.

ინდოეთში ფუნქციონირებს ქარხნები, სადაც საიმედო და მაღალი ხარისხის მედიკამენტებს აწარმოებენ

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გარკვეული რეფორმების გატარებას, კერძოდ, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებასა და საყოველთაო ჯანდაცვის  ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვას გეგმავს.

ამასთან, ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე. ზოგიერთი კი, განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.

რამდენად ეფექტურია ჯენერიკ მედიკამენტი და რომელ ქვეყნებში იწარმოება ხარისხიანი მედიკამენტები ამ საკითხზე ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ლემონჯავა გვესაუბრება:

„თავის დროზე, ჰომეოპათებიც ამტკიცებდნენ, რომ ამ მიმართულებით მკურნალობა ეფექტური არ იყო. შემდგომში აღმოჩნდა, რომ კარგი შედეგები აქვს ზოგიერთ შემთხვევაში. შესაბამისად, დრომ უნდა გვიჩვენოს ჯენერიკების შედეგიანობა.

გამომდინარე იქედან, რომ 1993 წლიდან შეხება აღარ მაქვს სამედიცინო სფეროსთან, მათ კეთილ საიმედოობასთან დაკავშირებით, დაზუსტებით ვერაფერს მოგახსენებთ.  ზოგადად, ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტი გაცილებით მისაღებია პაციენტებისათვის. მოთხოვნა არსებობს ძალიან მკაცრი და ბიზნესის კეთების დროს ისეთი მენტალიტეტის ჩამოყალიბებას, რომელიც გამორიცხავს კანონთან შეუსაბამო ნებისმიერ არასწორ ქმედებას.

განსხვავებული სიტუაციაა, ე.წ. მესამე ქვეყნებში, სადაც კონტროლის მექანიზმები არ არის ისე ჩამოყალიბებული, რომ პრეპარატის ხარისხი სრულ შესაბამისობაში იყოს მოთხოვნასთან, ანუ მედიკამენტის კეთილსაიმედოობა იყოს ადეკვატური.

 მაგალითად, უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში, ინდოეთში  გარკვეული სახის სამკურნალო პრეპარატების წარმოების ტრადიცია, სადაც   ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტებს აწარმოებენ. შესაბამისად, კატეგორიულად თქმა, რომ ამა თუ იმ  ქვეყნის მიერ გამოშვებული პრეპარატი არასაიმედოა, არასწორია, გააჩნია პრეპარატს და გააჩნია მწარმოებელ კომპანიას. ამ ქვეყნებშიც ფუნქციონირებენ ქარხნები, სადაც საიმედო და მაღალი ხარისხის პედიკამენტებს აწარმოებენ“.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გარდა ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებისა და იმპორტის ხელშეწყობისა, აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …