მთავარი » ახალი ამბები » ინდოეთში ძალიან ბევრი სერიოზული ფარმაცევტული კომპანია პროფესიონალურ დონეზე ეწევა საკუთარ საქმიანობას
ინდოეთში, საქართველოში და აზიის სხვა განვითარებად ქვეყნებში ბევრი ფირმა ფუნქციონირებს, საკუთარი წარმოება აქვთ და პროფესიონალურ დონეზე ეწვიან საქმიანობას.

ინდოეთში ძალიან ბევრი სერიოზული ფარმაცევტული კომპანია პროფესიონალურ დონეზე ეწევა საკუთარ საქმიანობას

საქართველოს პარლამენტის წევრი, წალკის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ შავლოხაშვილი ჯენერიკების სანდოობის საკითხზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით მოკვლევასა და შესწავლას საჭიროებს:

„საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ცნობილია, რა არის ჯენერიკი და ენდობა, დანარჩენი ნაწილი კი ინფორმაციულობის დაბალი დონის გამო, მათ მოხმარებას გაურბის. თუმცა აღნიშნული საკითხი დამატებით მოკვლევას მაინც საჭიროებს.

მართალია, ჯენერიკ-მედიკამენტი იაფი და ხელმისაწვდომია, ამასთან, მათი სეგმენტი მრავალფეროვანია, ეს მისასალმებელია, თუმცა უმთავრესი მაინც მედიკამენტის ხარისხია. ბრენდული მედიკამენტის ანალოგიური შემადგენლობა და განსხვავებული ფასი, ეს საეჭვოდ მეჩვენება. ამიტომ, აღნიშნული საკითხი შესასწავლია. მაგრამ, ცალსახად გადავწყვიტოთ, რომ ჯენერიკი უხარისხოა და მავნებელია, ეს არასწორია და არაპროფესიონალური დასკვნებია“.

რაც შეეხება მედიკამენტების წარმოებას, მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნავს, რომ მწარმოებელი ქვეყანა პროდუქტის ხარისხს არ განსაზღვრავს:

„ინდოეთში, ასევე საქართველოში და აზიის სხვა განვითარებად ქვეყნებში ძალიან ბევრი სერიოზული ფირმა ფუნქციონირებს, რომელთაც საკუთარი წარმოება აქვთ და პროფესიონალურ დონეზე ეწვიან საქმიანობას. ესეც დასალაგებელი და შესასწავლია, შესაძლოა, დღეს ძალიან ბევრი პრეპარატი ქარხნული და ლიცენზირებულია, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავ ფალსიფიკაციის შემთხვევებსაც. ამიტომ აუცილებელია მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება ჩვენს ქვეყანაში, რათა ბაზარზე არ დავუშვათ უხარისხო და მავნე მედიკამენტი“.

kvira.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …