მთავარი » ახალი ამბები » იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის 2015 წლის შედეგები: ანალიზი და მდგრადობა

იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის 2015 წლის შედეგები: ანალიზი და მდგრადობა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კონფერნეციას – „იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის 2015 წლის შედეგები: ანალიზი და მდგრადობა“ უმასპინძლა.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აგრძელებს პარტნიორობას საბინის ვაქცინის ინსტიტუტთან იმუნიზაციის პროგრამის მდგრადობის ხელშეწყობისათვის და 21 აპრილს დაინტერესებულ მხარეებს სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო და პირველადი ჯანდაცვის სექტორებიდან, იწვევს 2015 წლის იმუნიზაციის პროგრამის შედეგების განხილვის, ასევე მომავლის გამოწვევებსა და განვითარების ალტერნატივებზე მსჯელობისათვის.

საქართველოს პარლამენტი ეხმიანება იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულს, რომელიც მიმდინარე წლის 25 აპრილიდან იწყება და ეძღვნება იმუნიზაციაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას და ხელს უწყობს იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილე მხარეების ინფორმირებულობას და ჩართულობას. ვაქცინაციის საშუალებით მსოფლიოში ყოველწლიურად მართვადი ინფექციებით გარდაცვალების 3 მილიონამდე შემთხვევაა თავიდან აცილებული.

13047982_1015631631858100_8706868078083231906_o

იმუნიზაციის შედეგად საქართველომ დაამარცხა პოლიომიელიტი და მნიშვნელოვნად შეამცირა სხვა ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებები, თუმცა არსებობს გამოწვევები ახალი ვაქცინების და ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე 2015-2020 წლების ვაქცინაციის ევროპული სამოქმედო გეგმის მიზნების მისაღწევად.

საქართველოში იმუნიზაცია ჯანდაცვის პრიორიტეტია, სადაც სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის თავის კონტრიბუციას და უზრუნველყოფს ხარისხიან ვაქცინებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას. 

2013-2015 წლებში საქართველოს იმუნიზაციის პროგრამის ამოცანები გაფართოვდა და დაინერგა ახალი ვაქცინები. 2015 წელს რუტინულ ვაქცინებზე სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები, 2012 წელთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. გაზრდილ ვალდებულებებთან ერთად იმატებს პროგრამით მიღწეული შედეგებისადმი ინტერესი და საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობა.  

ncdc`

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …