მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » იაშვილის კლინიკაში განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა

იაშვილის კლინიკაში განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა

იაშვილის კლინიკაში განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა.

პატარა პაციენტები ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისებს ინფრასტრუქტურულად და კლინიკურად განახლებულ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მიიღებენ.

პატარა პაციენტების კომფორტისთვის  17 სამედიცინო მიმართულებით სერვისები ერთ სივრცეში გაერთიანდა, გამარტივდა რიგის მართვის სისტემები. მოეწყო გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები,  სამედიცინო მანიპულაციები პატარებისთვის მეგობრულ გარემოში მიმდინარეობს.

განსაკუთრებით რთული სამედიცინო შემთხვევების მართვაში ჩართულია ევექსი ჰოსპიტლების პედიატრიული სამედიცინო ექსპერტთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმებით.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …