მთავარი » სოციალური » შრომა » იაშვილის კლინიკაში ექიმებმა მუშაობა განაახლეს
იაშვილის კლინიკის ექიმები დღეს დილიდან გაფიცულები იყვნენ. როგორც ისინი ამბობდნენ,ორი თვის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული,ხელფასი დღეს გაფიცვის შემდეგ ჩაერიცხათ.

იაშვილის კლინიკაში ექიმებმა მუშაობა განაახლეს

ერთთვიანი დაგვიანებით ხელფასის აღება სიახლე არ არის,იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამუშაოს ანაზღაურებს შესრულებული სამუშაოს დამუშავების შემდეგ, ანაზღაურებაც შემდეგ ირიცხება – განუცხადა ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა შოთა ჯოგლიძემ.

მისი განმარტებით, ამ თვეში ხელფასმა მხოლოდ ორი დღით დაიგვიანა და ნაცვლად 10 ნოემბრისა, მათ ხელფასი 12 ნოემბერს ჩაერიცხათ.

კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მისთვის, გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია ექიმების პროტესტი, რადგანაც ხელფასის დაგვიანება მხოლოდ ორი დღით მოხდა.

“ამჟამად ექიმებს ჩაერიცხათ სექტემბრის ხელფასი, თუმცა ეს სიახლე არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამუშაოს ანაზღაურებს შესრულებული სამუშაოს დამუშავების შემდეგ, ანაზღაურებაც შემდეგ ირიცხება. ზუსტად ერთთვიანი დაგვიანებით ირიცხება ანაზღაურება და ეს სიახლე არ არის. 10 წელია ექიმები ხელფასს ასე იღებენ”, – განაცხადა შოთა ჯოგლიძემ.

იაშვილის კლინიკის ექიმები დღეს დილიდან გაფიცულები იყვნენ. როგორც ისინი ამბობდნენ, ორი თვის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული, თუმცა ხელფასი დღეს მას შემდეგ ჩაერიცხათ, რაც გაფიცვა გამოაცხადეს.

ამჟამად, იაშვილის კლინიკის ექიმებმა მუშაობა განაახლეს.

medianews.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …