მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკაში დასაქმებული პერსონალის 80% კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრით უკვე სრულად არის ვაქცინირებული.
“ევექსი ჰოსპიტლების ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა ქსელში შემავალ ყველა სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს საერთო მიზნის გარშემო, შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო პაციენტებისთვის. „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი კი ენიჭება ქსელის ყველა იმ სამედიცინო ცენტრს, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია ვაქცინირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეიდან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ბაზაზე გაიხსნა ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც პატარა პაციენტებს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისებს ინფრასტრუქტურულად სრულად განახლებულ და უსაფრთხო გარემოში შესთავაზებს. ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ერთ სივრცეში მულტიპროფილურ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს და ორიენტირებულია პაციენტების მაქსიმალურ კომფორტზე,”- აცხადებენ “ევექსი ჰოსპიტლებში.”