ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის შესახებ განაცხადა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს და ამას მთელს მსოფლიოზე დიდი გავლენა ექნება.
“ორმხრივი თანამშრომლობის იმ მრავალრიცხოვანი პროექტებიდან, რომელიც აშშ–სა და საქართველოს შორის არსებობს, ამ პროგრამას ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ვინაიდან, ამ პროგრამის მეშვეობით ხდება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ეს ყველაფერი რეალურია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამას საქართველოში დიდი გავლენა აქვს, მას კიდევ უფრო დიდი გავლენა ექნება გლობალურად. ვინაიდან, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში მოახდინოს C ჰეპატიტის ელიმინაცია. ამას დიდი გავლენა ექნება მთელს მსოფლიოზე”, – განაცხადა იან კელიმ.