მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » იან კელი მოქალაქეებს მოუწოდებს, C ჰეპატიტზე ტესტირება გაიარონ
ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს,რომ მათ C ჰეპატიტზე ტესტირება გაიარონ.

იან კელი მოქალაქეებს მოუწოდებს, C ჰეპატიტზე ტესტირება გაიარონ

ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს,რომ მათ C ჰეპატიტზე ტესტირება გაიარონ.

დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში საქართველო იქნება მოდელი, რომლის ტირაჟირება განხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

“სამწუხაროდ, როგორც ვიცი, ასობით ათასი ადამიანი არ აღმოჩნდა ისეთივე იღბლიანი, როგორიც მე. მსოფლიოში კი მილიონობით ადამიანი იტანჯება ამ საშინელი დაავადებით. მე ამაყი ვარ, რომ ამერიკის მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეხმარება საქართველოს, რათა ეს გახდეს პირველი ქვეყანა, რომელმაც აღმოფხვრა ეს უსაშინლესი დაავადება თავის ქვეყანაში. მრავალი თქვენგანი დაადასტურებს, თუ რამდენად საშინელ დაავადებასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა იან კელიმ.

მისივე განმარტებით, ეს პროგრამა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, რადგან საბოლოოდ იქნება მცდელობა, რომ ყველა ადამიანი გამოჯანმრთელდეს ამ დაავადებისგან და ეს მსოფლიოსთვის მოდელი იქნება. 

“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, თუ რა მაღალი შედეგები მივიღეთ ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობისგან. აქ ჩართულია კერძო სექტორი, რომლებიც საკმაოდ ძვირად ღირებულ პროდუქტს აწვდიან საქართველოს მთავრობას. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, საკუთარ რესურსებს აბანდებს, რათა ეს საუკეთესო შანსი გამოიყენოს.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობას, შეერთებული შტატების ხელისუფლების წვლილს ამ ძალისხმევის მიმართულებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და მე ვთვლი, რომ მთავრობა მაღალ შეფასებას აძლევს კერძო და საჯარო პარტნიორობის მაგალითებს და მოუწოდებს მათ მეტი ჩართულობისკენ”, – აღნიშნა იან კელიმ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …