მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » Humanity Georgia-ს შემოსვლას წამლების ფასებზე დიდი გავლენა არ ჰქონია
ამერიკის ხელისუფლებამ ექვსი ფარმაცევტული კომპანია ფასების შეთანხმებაში ამხილა. საუბარია ამერიკულ, ინდურ და ავსტრალიურ კომპანიებზე. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიებს ადანაშაულებენ, რომ მათ გაზარდეს ფასი ერთ-ერთ ანტიბიოტიკსა და დიაბეტისთვის საჭირო მედიკამენტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე ამერიკის 20 შტატში უკვე აღიძრა. საქმე აღძრულია ამერიკული კომპანიების: Mylan, Heritage Pharmaceuticals, Teva Pharmaceutical USA და Citron Pharma-ს წინააღმდეგ, ასევე ინდური Aurobindo Pharma-სა და Australia's Mayne Pharmaceuticals-ის წინააღმდეგ. კომპანიებმა Mylan, Teva და Aurobindo უკვე უარყვეს ბრალდებები.

Humanity Georgia-ს შემოსვლას წამლების ფასებზე დიდი გავლენა არ ჰქონია

2015 წლის სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლება დაანონსა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ბაზარზე Humanity Georgia გამოჩნდა. საპარტნიორო ფონდმა ფარმაცევტული კომპანია Humanity Georgia-ს 30 მლიონი აშშ დოლარი გამოუყო.

საპარტნიორო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ Humanity Georgia-სთვის დაფინანსების გამოყოფაში აქტიურად ჯანდაცვის სამინისტრო მონაწილეობდა. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე Humanity Georgia-ს როლზე “ბიზნესკონტრაქტთან” ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი საუბრობს.

-ბატონო ირაკლი, გაგვიანალიზეთ დღეს მდგომარეობით Humanity Georgia-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლამ რა ეფექტი მოიტანა?

-კომპანია Humanity Georgia, როგორც ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ანონსირებული იყო არა მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლების მიერ, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. წინასწარი შეფასება ასეთი იყო, რომ ნებისმიერი კონკურენციის გაზრდა ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება, თუმცა, კონკურენცია აბსოლუტურად მიუკერძოებელი უნდა იყოს, ყველა მოთამაშე ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, სამოქმედო არეალი ერთნაირად ქონდეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავიდან კომპანია Humanity Georgia რომ შემოვიდა რამდენიმე ასეული მედიკამენტით დარეგისტრირდა საქართველოში. ეს არის ჯენერიკული პრეპარატები, რომელთა ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები ინდოეთი და ჩინეთია, თუმცა, აქ განმასხვავებელია სხვადასხვა დონის საერთაშორისო სერეთიფიკატები. ბაზარზე შემოვიდა Humanity Georgia, საკმაოდ აქტიური საპრომოციო-სამარკეტინგო პოლიტიკა წარმართა.

თუ ჩვენ მედიკამენტების ფასებსა და გავლენაზე ვისაუბრებთ, არ მინდა მედიკამენტების ხარისხზე ან პრომოციაზე გავაკეთო კომენტარი, რადგან ეს მათი და ჯანდაცვის სამინისტროს საქმეა, რადგან დარეგისტრირებულია და კითხვას აღარ სვამს.

კომპანიის შემოსვლას ფასებზე დიდი გავლენა არ ქონია და ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ერთ კომპანიას არ შეუძლია წარმოადგინოს იმ სპექტრის პრეპარატები იმ რაოდენობით, რომ მთელ ბაზარზე იქონიოს გავლენა. საქართველოში 14 000-მდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტია დარეგისტრირებული. თუნდაც 300-400 მედიკამენტის შემოტანა ბაზარზე ბუნებრივია, რომ ყველა მათგანს ვერ ჩაანაცვლებს და ყველა იმ ჯგუფს ვერ მოიცავს, რომ გლობალურად დიდი გავლენა იქონიოს.

ჩვენ ხომ არა მხოლოდ ფასზე, არამედ შედეგზე ვსაუბრობთ. მე ხარისხს არ ვაკრიტიკებ. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარზე ნებისმიერი მედიკამენტის გამოჩენა მისი გამოჩენიდან არა პირველივე დღეს ფასდება, არამედ შემდეგ, როდესდაც იგი უკვე მოქმედებას იწყებს და ეფექტი აქვს. ჩემი მოსაზრებით, აღნიშნული კომპანიის ბაზარზე შემოსვლას მედიკამენტების ფასებზე დიდი გავლენა არ ქონია.

-ფიქრობთ თუ არა, რომ პარლამენტის დამოკიდებულება, რომ მან გამჭვირვალობა მოითხოვოს საპარტნიორო ფონდის მხრიდან გაცემული 30 მილიონი ლარის, ლოგიკურია, რადგან თქვენ აღნიშნეთ, რომ ბაზარზე ყველა მოთამაშე თანაბარ პირობებში უნდა იყოს?

-ბუნებრივია, რომ მე პოლიტიკური კუთხით შეფასებას ვერ გავაკეთებ. სუფთა მოქალაქეობრივი და იმ ადამიანის კუთხით შემიძლია კომენტარი გავაკეთო, რომელიც 20 წელია ფარმაცევტულ სეგმენტშია. საქართველოს პარლამენტი ალბათ ვალდებულიც არის, რომ ნებისმიერი ქმედება იცოდეს ეს იქნება Humanity Georgia თუ ნებისმიერი სხვა, რომელშიც სახელმწიფო ინვესტიცია ჩაიდო ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის და ეს არა მხოლოდ პარლამენტმა, არამედ ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს ამ სფეროში რა და როგორ ხდება, ვინაიდან მოლოდინი და განცხადებები გრძელდება. თუ მოლოდინი არის იმისი, რომ რამე ქმედება და ინვესტიცია საქართველოს გადასახადის გადამხდელთა გაუმჯობესებას მოიტანს, ალბათ ყველა პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს სად მიდის და როგორ ხდება, რადგან მოლოდინი ვადების ჩარჩოებში უნდა იყოს, უსასრულო ხომ ვერ იქნება.

როდესაც Humanity Georgia-ს შემოსვლა იყო ანონსირებული, საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობით, ადგილობრივ მწარმოებლაბსაც ქონდათ კითხვები და იყო დასმული კითხვა, თუ რატომ ხდება გარკვეული კომპანიის დახმარება. თანაიმვესტირება ეს დახმარების ერთ-ერთი ფორმაა და ალბათ ლოგიკურია ჩვენ ეს ყველაფერი ამ კუთხითაც ვიცოდეთ. ჩვენც გვყავს ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ.

-ამ დრომდე თქვენთვისაც გაუგებარია რატომ მოხდა ამ კომპანიისთვის დახმარების გაწევა, საერთაშორისო გამჭვირვალობამ დასკვნა დადო, სადაც წერდა, რომ ბაზრის ახალი მოთამაშე თავისი არსით საკმაოდ გამოუცდელი კომპანია იყო და შესაბამისად კომპეტენციის შეფასება ძალიან რთული იქნებოდა?

-სრულიად გეთანხმებით, მე მაშინ დასკვნას გავეცანი. მე კომპანიას ხარისხობრივი კუთხით ვერ შევაფასებ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ საპარტნიორო ფონდში საკმაოდ გამოცდილი ადამიანები ოპერირებენ და ალბათ იყო გარკვეული საბაბი იყო იმის, რომ ახლად შექმნილ კომპანიას ასე დახმარებოდნენ. თავი დავანებოთ პრეისტორიას, ჩვენ რეალობა გვაქვს ასეთი, რომ 2016 წელი დასრულდა და გვინდა, ვიცოდეთ რეალურად სად ვართ. თქვენს გადაცემაშივე ნათქვამი იყო სხვა ბიზნეს თემებზე, რომ ნებისმიერი ინვესტიცია და თუნდაც ჩარევა ასეთი ძლიერი დადებითი კუთხითაც, უნდა ვიცოდეთ რა პერიოდში რას მოგვიტანს. ნებისმიერი გაურკვევლობა კითხვის ნიშნებს ბადებს, რაც არ უნდა იყოს, რომ ინვესტიციები არ შეფერხდეს.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …