„ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლა ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს. საზოგადოება ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას დადებითად აფასებს.
მსოფლიო მასშტაბით პაციენტების 90 პროცენტი ინდური ჯენერიკის მომხმარებელია. რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის? რით განსხვავდება ის ბრენდისგან და მისი მოხმარების საკითხს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ, უცნობია.
ექსპერტები და სპეციალისტები აღნიშნულ ფაქტს ინფორმაცულობის დაბალ დონეს უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ექიმმა კარგად უნდა აუხსნას პაციენტებს, თუ რა არის ჯენერიკი და გაზარდოს მათი ცნობადობა და ინფორმირებულობა. განმარტავენ, რომ ჯენერიკი ინიშნება არა იმის გამო, რომ არის იაფი და უხარისხოა, არამედ ჯენერიკიც იმავე დანიშნულებისა და ეფექტური წამალია.
ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა აუცილებლად უნდა მოერგოს ქართულ რეალობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.
ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვება დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს.
სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
ჯენერიკული მედიკამენტებისა და „ჰუმანითი ჯორჯიას“ ფარამაცევტულ ბაზარზე შემოსვლის საკითხზე პირველადი რგოლის წარმომადგენელმა გურიაში ნინო ორაგველიძემ ისაუბრა.
“ფინანსური ხელმისაწვდომობა პირველად ჯანდაცვაში ერთ–ერთი უდიდესი პრობლემაა. თუკი არის შესაძლებლობა, ვნიშნავ ხოლმე ჯენრიკ მედიკამენტებს,საკმაოდ ხშირად ანტიჰიპერტენზიულ და ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს ვნიშნავ.ფინანსურად ხელმისაწვდომია და ამავე დროს, ბრენდული მედიკამენტების ანალოგიური ეფექტითა და შედეგებით ხასიათდება“.
რაც შეეხება ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ ქართულ ბაზარზე შემოსვლას, ორაგველიძე აღნიშნავს:
„ზოგადად სოფლის ექიმებს ახალი კომპანიები ნაკლებად უკავშირდებიან ხოლმე. თუმცა, კარგი იქნებოდა, თუ პირადად გაგვაცნობდნენ ახალ პროდუქციას. მით უმეტეს,რომ სოფელში საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში პაციენტი უშუალო კავშირშია ოჯახის ექიმთან პირველ რიგში და შემდეგ, სხვა რგოლის ექიმებთან“.
ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახალი მოთამაშეების შემოსვლით კონკურენტები იძულებულნი გახდებიან მედიკამენტებზე ფასები შეამცირონ. ამასთან, განმარტავს, რომ კოკნურენტუნარიანობა რაც მეტი იქნება ბაზარზე, ეს მით უფრო სასარგებლოა მოსახლეობისათვის:
„თუ „ჰუმანითი ჯორჯია“ დაბალი ფასებით შემოიტანს მედიკამენტებს, ეს მისასალმებელია. ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში,კონკურენციის დადებითი მხარე სწორედ იმაშია, რომ კონკურენტებიც იძულებულნი გახდებიან ფასები დაბლა დაწიონ. ეს კი მოსახლეობისათვის ცუდი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, პირიქით. ამიტომ, მხოლოდ მივესალმებით ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას“.
რაც შეეხება მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებს, ღვინიაშვილს მიაჩნია, რომ მასზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი განხორციელდეს.
ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას ინფექციონისტი მარიამ იაკობაშვილი გამოეხმაურა. მისივე თქმით, ახალი კომპანიის შემოსვლა დადებითი მოვლენაა და მთავარია მან ხარისხიანი მედიკამენტები შემოიტანოს. ამასთან მიაჩნია, რომ ახალი კომპანიის შემოსვლა ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს.
„თუ „ჰუმანითი ჯორჯია“ ხარისხიან პრეპარატებს შემოიტანს, მე მხოლოდ მივესალმებით მათ შემოსვლას ფარმაცევტულ ბაზარზე. განსაკუთრებით, თუ ეს პრეპარატები იქნება იაფი და მოსახლეობისა ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომი. თუ მათი მედიკამენტები ხარისხიანია, არანაირი მნიშვნელობა არაქვს მათ მწარმოებელ ქვეყანას, იქნება ეს ინდოეთი თუ გერმანია.
მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის შემთხვევაში ამ ფაქტორებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ.როგორც აღვნიშნე, მთავარია წამალი იყოს ხარისხიანი, მუშაობდეს, ჰქონდესკარგი შედეგი და იყოს ეფექტური. სხვა მხრივ ნდობის პრობლემა ნამდვილად არმაქვს“.