მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლა ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს
ახალი კომპანიის შემოსვლა დადებითი მოვლენაა,მთავარია ხარისხიანი მედიკამენტები შემოიტანოს,რაც ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს.

ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლა ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს

ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე. ზოგიერთი კი, განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ამბიციური გეგმებით შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტები გაიაფდება.

“ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სულ რამდენიმე მოთამაშეა და მათ ხშირად სდებენ ბრალს ოლიგოპოლიაში, ამ ფონზე ბაზარზე ახალი მოთამაშე „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის. ეს მისასალმებელია. ახალი მოთამაშე  ინდოეთიდანჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირებას გეგმავს,  რომლის ფასიც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით საკმაოდდაბალი იქნება“ – ამგვარ პროგნოზს აკეთებენ ექსპერტები და არცთუ უსაფუძვლოდ.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ინფექციონისტი მარიამ იაკობაშვილი გამოეხმაურა. მისივე თქმით,  ახალი კომპანიის შემოსვლა დადებითი მოვლენაა და მთავარია მან ხარისხიანი მედიკამენტები შემოიტანოს. ამასთან მიაჩნია, რომ ახალი კომპანიის შემოსვლა ფარმაცევტულ  ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს.

„თუ ჰუმანითი ჯორჯია ხარისხიან პრეპარატებს შემოიტანს, მე მხოლოდ მივესალმებით მათ შემოსვლასფარმაცევტულ ბაზარზე. განსაკუთრებით, თუ ეს პრეპარატები იქნება იაფი და მოსახლეობისა ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომი. თუ მათი მედიკამენტები ხარისხიანია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათ მწარმოებელ ქვეყანას,იქნება ეს ინდოეთი თუ გერმანია.

მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის შემთხვევაში ამ ფაქტორებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. როგორც აღვნიშნე, მთავარია წამალი იყოს ხარისხიანი, მუშაობდეს, ჰქონდეს კარგი შედეგი და იყოს ეფექტური. სხვა მხრივ ნდობის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს“.

economic.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …