მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჰუმანითი ჯორჯიას პრეპარატების შეძენა ხვალიდან ყველა სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი
ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ ხელმისაწვდომი პრეპარატების შეძენა ხვალიდან, ყველა სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი.

ჰუმანითი ჯორჯიას პრეპარატების შეძენა ხვალიდან ყველა სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი

ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ ხელმისაწვდომი პრეპარატების შეძენა ხვალიდან, ყველა სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „ჰუმანითი ჯორჯიას“ და საპარტნიორო ფონდის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდება, რომელსაც საქართველოს უმსხვილესი სააფთიაქო ქსელების – „ავერსის“, „იმპექს–ფარმას“, „პე ეს პე“–ს, სახალხო აფთიაქის, „ფარმადეპოს“, „ფარმ სახლისა“ და „ჯი პი სი“-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც ცნობილი ხდება, პირველ ეტაპზე, ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ კარდიოლოგიური ჯგუფის ხელმისაწვდომი პრეპარატები გამოჩნდება.

პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილობით ხორციელდება.

ერთობლივი პრესკონფერენცია ხვალ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …