მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჰუმანითი ჯორჯიას ახალი პრეპარატები აფთიაქებში დღეიდან გამოჩნდება
ჰუმანითი ჯორჯიას ახალი პრეპარატები აფთიაქებში დღეიდან გამოჩნდება,დღემდე ბაზარზე წარმოდგენილი იყო "ჰუმანითი ჯორჯიას" კარდიოლოგიური ჯგუფის პრეპარატები.

ჰუმანითი ჯორჯიას ახალი პრეპარატები აფთიაქებში დღეიდან გამოჩნდება

ფარმაცევტული კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია” აგრძელებს ბაზარზე სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატების თანმიმდევრულ მიწოდებას.

დღეიდან მომხმარებელს საშუალება ექნება, არსებულ ანალოგებთან შედარებით მინიმუმ 30%-ით იაფად, შეიძინოს “ჰუმანითი ჯორჯიას” გინეკოლოგიური, ანტიფუნდალური, ანთების საწინააღმდეგო-ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები.

აღნიშნული ჯგუფების მედიკამენტებით მომარაგდება ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელი. კერძოდ: ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმ სახლი და GPC. 

დღემდე ბაზარზე წარმოდგენილი იყო “ჰუმანითი ჯორჯიას” კარდიოლოგიური ჯგუფის პრეპარატები.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მედიკამენტების ხარისხი მათი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. ყველა მედიკამენტი მზადდება GMP ხარისხის მქონე ქარხნებში. გარდა ამისა, მათ დამატებით უტარდება სერიული კონტროლი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებულ ლაბორატორიებში.

250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტის გარდა, “ჰუმანითი ჯორჯიას” ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, საპარტნიორო ფონთან თანაშრომლობით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ქარხანა აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და თანამედროვე სასაწყობო მეურნეობით.

“ჰუმანითი ჯორჯია”, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც დიდი გეგმებით შემოდის ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.

medportal.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …