მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჰუმანითი ჯორჯია მედიკამენტები ქართულ ბაზარზე იანვრის ბოლოს გამოჩნდება
იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალყური ვადევნოთ ჰუმანითის აქტივობებს.მედიკამენტებზე ფასების შემცირებას კონკურენციის გაზრდით, მივესალმებით.

ჰუმანითი ჯორჯია მედიკამენტები ქართულ ბაზარზე იანვრის ბოლოს გამოჩნდება

“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისაკენ, არ იყო კონკრეტული კომპანიის, მაგალითად “ჰუმანითის” ლობირება რაიმე სახით.

ჩვენ რასაც თვალყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ უკვე დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას. 

ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს. თუ ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასების შემცირებას კონკურენციის გაზრდით, მივესალმებით. თუმცა, პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვცვლით. ვაუმჯობესებთ წამლის ხარისხის კონტროლის სისტემას”,- განაცხადა სერგეენკომ.

newsport.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …