რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს ახალი მედიკამენტები გადასცეს. წამალი ჰუმანიტარული დახმარებაა და კარდიოლოგიურ და ანტიბიოტიკის ჯგუფებს განეკუთვნება.
მედიკამენტი საჭიროების შემთხვევაში რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. პირველი პაციენტი, რომელიც მაღალი წნევის მატარებელი ქალბატონია, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უკვე მიიღო. მას ახალი მედიკამენტით დაუწყეს მკურნალობა.