ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება. ამჯერად, 19-20 ივნისს ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვებსა და სკრინინგზე TIM – თბილისის მედიცინის ინსტიტუტი, ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი და პინეო – სამედიცინო ეკოსისტემა გიწვევთ.
ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მიმართოს აღნიშნულ კლინიკას, პროფესიონალი კარდიოლოგებთან გაიაროს კონსულტაცია და დაავადების პრევენციასა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩაიტაროს შესაბამისი კვლევა.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე:
- ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი – ტელ: + 995 32 2 51 70 08 (ჩაწერის საათები 09:00 – 20:00) და კონსულტაცისითვის მიმართოთ მისამართზე დიღომი, ჩაჩავას #1
- TIM – თბილისის მედიცინის ინსტიტუტი – ტელ: 032 2 90 00 01 (ჩაწერის საათები 10:00 -17:30) და კონსულტაცისითვის მიმართოთ მისამართზე ცინცაძის #16
- პინეო – სამედიცინო ეკოსისტემა – ტელ: 032 2 44 44 55/032 2 24 05 50 (ჩაწერის საათები 09:00 – 17:00) და კონსულტაცისითვის მიმართოთ მისამართზე გორგასლის #93
შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება. კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგითა და კონსულტაციებით უკვე ისარგებლა 200 მდე პაციენტმა, 5-6 ივნისს, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა – დიღმის სამედიცინო ცენტრში,12-13 ივნისს კლინიკაში „გული“ და ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრში ჩაიტარეს გამოკვლევეები და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ჰიპერტენზიის შესახებ.
საერთაშორისო კამპანიის მიზანს ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.
ინფორმაცია დაავადების შესახებ:
არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.
ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ. სწორედ ამიტომ, მას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები. ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს, რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.