მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » ჰარვონი უკვე საქართველოშია
ჰარვონი არის ორი პრეპარატის - სოფოსბუვირისა და ლედიპასვირის კომბინაცია, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

ჰარვონი უკვე საქართველოშია

C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის, რევოლუციური მედიკამენტი „ჰარვონი“ უკვე საქართველოშია.

ძვირადღირებული მედიკამენტი „სოფოსბუვირის“ მსგავსად კომპანია „გილეადმა“ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პირადად დაესწრო მედიკამენტის ჩამოსვლის პროცესს.
„ჰარვონი“ არის ორი პრეპარატის – „სოფოსბუვირისა“ და „ლედიპასვირის“ კომბინაცია, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. განსხვავებით სოფოსბუვირისგან მას გამონაკლისი შემთხვევების გარდა კომბინირებული მკურნალობა სხვა მედიკამენტებთან ერთად ნაკლებად ესაჭიროება. შემცირებულია იმ მედიკამენტების რაოდენობაც, რომელიც კომბინირებული მკურნალობის დროს გამოიყენება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …