გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 2796 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ბოლო დღეების სტატისტიკასთან შედარებით მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.
დადებითობის დღიური მონაცემი 6,71%-ია , ბოლო 14 დღის – 6,73%, ბოლო 7 დღის კი – 7%.
ბოლო 24 საათში ვირუსმა 17 ადამიანი იმსხვერპლა.
წინა პერიოდთან შედარებით, გუშნ აცრების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა – ვაქცინაცია 17133 ადამიანმა ჩაიტარა. შესაბამისად, ქვეყანაში მინიმუმ ერთჯერადად უკვე 450026 მოქალაქეა ვაქცინირებული.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5427 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში 1811.