მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » გურჯაანში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ პროგრამა ამოქმედდა
C ჰეპატიტის ვირუსზე გამოკვლევის ჩატარება მოსახლეობას გურჯაანში, ფრანგულ-ქართულ ცენტრ კახეთი-იონში ყოველ შაბათს შეუძლია.

გურჯაანში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ პროგრამა ამოქმედდა

C ჰეპატიტის ვირუსზე გამოკვლევის ჩატარება მოსახლეობას გურჯაანში, ფრანგულ-ქართულ ცენტრ კახეთი-იონში ყოველ შაბათს შეუძლია.

ვირუსის დადასტურების შემთხვევაში კი პაციენტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით კლინიკაშივე გაივლის მკურნალობას. კახეთი-იონი კახეთში ერთადერთი კლინიკაა, სადაც C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ პროგრამა ამოქმედდა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი „კახეთი-იონში“ 2020 წლამდე გაგრძელდება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს – დაავადების გამოვლენას (ამ მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია) და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით, კერძოდ: ა) სოფოსბუვირი/ჰარვონი; ბ) პეგილირებული ინტერფერონი და გ) რიბავირინი. რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით ფინანსდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის პროგრამა უწყვეტად იქამდე გაგრძელდება, სანამ ამ დაავადების სრული ელიმინაცია არ მოხდება. ამერიკული კომპანია Gilead კი, საქართველოს უწყვეტად და უსასყიდლოდ მიაწვდის მედიკამენტებს.

აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის პრევენციისთვის აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში, სილამაზისა და ტატუს სალონებში სტერილიზაციის ნორმების სრული დაცვა. ეს ის ადგილებია, სადაც C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირების (გადადების) მაღალი რისკია.

ick.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …