მთავარი » ახალი ამბები » გუგული მაღრაძე: მაწუხებს სარეაბლიტიაციო ცენტრისა და შინ მომსახურების სერვისის არ არსებობა
სარეაბლიტიაციო ცენტრისა და შინ მომსახურების სერვისის არ არსებობა - გუგული მაღრაძე ჯანდაცვის სისტემაში მთავარ პრობლემად ამ სერვისების უქონლობას მოიაზრებს.

გუგული მაღრაძე: მაწუხებს სარეაბლიტიაციო ცენტრისა და შინ მომსახურების სერვისის არ არსებობა

ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ის გამოკითხვას გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის ,,რა გაწუხებთ“ შესახებ, პარლამენტარი გუგული მაღრაძე შეუერთდა.

სარეაბლიტიაციო ცენტრისა და შინ მომსახურების სერვისის არ არსებობა – პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე ჯანდაცვის სისტემაში მთავარ პრობლემად სწორედ ამ სერვისების უქონლობას მოიაზრებს. გუგული მაღრაძის თქმით, კლინიკებში გადაუდებელი სახის სამედიცინო დახმარების ხარისხი ძალიან კარგია, თუმცა პაციენტის რეაბილიტაციაზე სათანადო ზრუნვა არ ხდება. ამისთვის უნდა არსებობდეს სპეციალური სამედიცინო ცენტრები, სადაც მოსახლოება შესაბამის მოსახურებას მიიღებს.

ამასთან, გუგული მაღრაძის თქმით, პრობლემაა მარტოხელა ადამიანებისთვის შინ სამედიცინო მომსახურების მიღების სერვისის არარსებობა. მაღრაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფომ და კერძო სტრუქტურებმა ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა იმუშაონ. 

გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …