Group Anaklia საქართველოში ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას გეგმავს.
როგორც ჯგუფის პრეზიდენტი გელანი ხალუკაევი გამოცემა Georgian Today–სთან აცხადებს, მისი კომპანიის საქმიანობა დაკავშირებულია აგრარულ პროდუქტებთან, მინერალური წყლის ჩამოსხმასთან და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებასთან, რომელიც ნატურალურ ინგრედიეტებზეა დაფუძნებული.
ბიზნესმენი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ახალი ქარხნის გახსნა იგეგმება, რომელიც წამლებს თხევადი ფორმით აწარმოებს, მედიკამენტები დაფუძნებული იქნება უნიკალურ მინერალურ წყალ „ლუგელაზე”, რომელიც ცნობილია კალციუმის შემცველობით.
ხალუკაევი ამბობს, რომ კალციუმი მნიშვნელოვანი ელემენტია ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის. „ლუგელას” კომპონენტების გამოყენებით კი „ანაკლია გრუპი” დიდი რაოდენობით ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციის გამოშვებას გეგმავს.
ბიზნესმენის განცხადებითვე, საქართველო წარმატებული რეფორმების მეშვეობით ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა უცხოელი ინვესტორებისთვის და ბოლო წლებში საქართველომ მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში სტაბილური ადგილი მოიპოვა.
ბიზნესმენი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ წარმატებულ კანონებს შორის მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონს ასახელებს, რაც, მისი თქმით, ბიზნესს დიდ შესაძლებლობებს უხსნის. ხელისშემშლელ კანონად კი ის უცხოელებისთვის მიწის შესყიდვის შეზღუდვის შესახებ კანონს ასახელებს.