მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » GPC “სითი ფარმას” კონცეფციას ცვლის
GPC "სითი ფარმას" კონცეფციას ცვლის. ქსელის რებრენდიგსა და კონცეფციაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.ცოტა ხანში მოხდება რებრენდიგი და გახდება „GPC სითი“.

GPC “სითი ფარმას” კონცეფციას ცვლის

GPC “სითი ფარმას” კონცეფციას ცვლის. ქსელის რებრენდიგსა და კონცეფციაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

“სითი ფარმას კოცეპტი გავრცელდება შედარებით ნაკლებ ფართზე, იცვლება კონცეფცია. ცოტა ხანში მოხდება რებრენდიგი და გახდება „GPC სითი“. იქ სადაც იყო “სითი ფარმა” ყველა გადაკეთდა GPC-ით, სანამ ეს კონცეფცია შემუშავდება.

GPC-ის აქვს ძალიან ამბიციური გეგმები და გავაგრძელებთ ამ ამბიციურ განვითარებას. ვგეგმავთ ქსელის გაფართოვებასაც”, – განაცხადა GPC-ის დირექტორმა დავით კილაძემ “ბიზნესკონტაქტთან” საუბრისას. კონკრეტულად რას გულისხმობს კონცეფციის ცვლილება კილაძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ქსელის დახურვა არ იგეგმება.

ამ დროისთვის შპს “ჯიპისის” სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით 100-მდე აფთიაქით არის წარმოდგენილი.

ასევე, კომპანია მედიკამენტების წარმოების დაწყებასაც გეგმავს, რომელიც ბაზარზე წლის ბოლომდე გამოჩნდება.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …