თბილისი (GBC) – 7 აპრილს 1300-ზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯი-ემ-პი“ და ესპანური კომპანია „კერნ ფარმა“ პრეს-კონფერენციას მართავენ.
კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, „ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს და კიდევ ერთ პრეპარატს ესპანეთში აწარმოებს.
მედიკამენტის ესპანეთში წარმოებასთან დაკავშირებით მემორანდუმი „ჯი-ემ-პიმ“ ესპანურ „კერნ ფარმასთან“ გააფორმა. წარმოებული მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნებში გაიყიდება.
წარმოების მოცულობით „კერნ ფარმა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. ის Indukern ჯგუფის წევრია და მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს. „ჯი-ემ-პი“ 100%-ით ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“ პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა.
„ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.
პრეს-კონფერენციას წარუძღვებიან ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძე, ესპანური კომპანია „Kern Phrama“-ს ექსპორტის მენეჯერი ჰაიმე როდო, ესპანური კომპანია „Kern Phrama“-ს მარკეტინგის მენეჯერი ბეგონა ლატორე კასტილა და „პსპ ჯგგუფის“ დირექტორი გოჩა გოგილაშვილი.