სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, GMP/GDP სტანდარტებთან დაკავშირებით, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს გამართავს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, სექტორთან შეხვედრები აპრილიდან დაიწყება. ტრენინგის ფარგლებში, სააგენტოს ექსპერტები ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს, სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. მოხდება GMP/GDP სტანდარტების შესაბამისობის დადგენის, ასევე – სერტიფიკატის გაცემის წესებსა და პირობების გაცნობა.
ტრენინგზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მოხდება, რისთვისაც დაინტერესებულმა პირმა, უნდა მიმართოს სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე – info.regagency@moh.gov.ge.
ფარმაცევტული საწარმოებისთვის ჯიემპი სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა. ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი სტანდარტების შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლის და ჰაერის ვენტილაციის სისტემის დანერგვას და სხვა მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
მოთხოვნები და ზედამხედველობის სისტემა დაწესდა დისტრიბუციაზეც. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყოველივე ეს მომხმარებლისთვის ნიშნავს გარანტირებული ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიღებას.
ალდებულების ამოქმედებიდან დღემდე, GMP სერტიფიკატი მხოლოდ 3 კომპანიას აქვს. ესენია „ავერსი რაციონალი “, „ჯი ემ ფარმასიუთიქალი “ (PSP-ს საწარმო) და ანტიბიოტიკების მწარმოებელი კომპანია „აბიფარმი“. ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ სტანდარტს უახლოეს პერიოდში „ბიოქიმფარმიც“ მიიღებს.
ექსპორტის ნაწილში „ჯიემპი“ 2025 წლამდე არ შედის ძალაში.