მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » გლობალური ალიანსის ხელშეწყობით დაავადებათა კონტროლისა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
„გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტის, ჟან–ელი მალკინის თქმით, საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა გაუმჯობესებას ითხოვს.

გლობალური ალიანსის ხელშეწყობით დაავადებათა კონტროლისა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

გლობალური ალიანსის პრეზიდენტის, ჟან–ელი მალკინის თქმით, საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა გაუმჯობესებას ითხოვს.

„ჩემთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრო, ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს. „გლობალური ალიანსი“ ყოველმხრივ გვერდში უდგას სამინისტროს ფარმაცევტული რეგულაციების გაუმჯობესების საკითხში და ჩვენი შესაბამისი მიმართულების ექსპერტების აქტიური მონაწილეობით ვუწევთ სათანადო კონსულტაციას.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  წამლის ხარისხი კრიტიკული კომპონენტია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ–ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი, რომლის გაუმჯობესებამაც მთლიანად სისტემის გაჯანსაღება უნდა გამოიწვიოს. მარტივია, – რომც გქონდეს ხარისხიანი წამალი, თუ მას სწორად არ დანიშნავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმი, ცხადია, შედეგის ნაცვლად მივიღებთ დამატებით გართულებებს.

და ერთიც, ხარისხიანი წამალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს წამალი აუცილებლად უნდა იყოს ძვირი. თუ კონტროლის პროცედურები სათანადოდ იქნება დაცული, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგი წამალი შესაძლოა იყოს ამავდროულად იაფი და ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მალკინმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …