მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » გიორგი შენგელაია: „რა გაწუხებთ?“ ძალიან კარგი წამოწყებაა
ჯანდაცვის დონეზე რომ იყოს სხვა დარგები განვითარებული,იქნებოდა ძალიან კარგი. პირადად მე ძალიან მადლობელი ვარ ბატონი სერგეენკოსი“, - ამბობს გიორგი შენგელაია.

გიორგი შენგელაია: „რა გაწუხებთ?“ ძალიან კარგი წამოწყებაა

ჯანდაცვის სამინისტრომ და „გლობალ ალიანსმა“ ერთობლივი პროექტი წამოიწყეს, სახელწოდებით „რა გაწუხებთ?“.

აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს მოქალაქეების გამოკითხვას და, შესაბამისად, მათი საჭიროებებისა და პრობლემების წამოწევას. კითხვარის შევსება ვებგვრდზე  www.1505.ge და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებშია ხელმისაწვდომი.

აღნიშნულ ინიციატივას ეხმაურება რეჟისორი გიორგი შენგელაია და თვლის, რომ „რა გაწუხებთ?“ დაეხმარება ჯანდაცვის სამინისტროს უკეთ დაალაგოს საკუთარი პოლიტიკა:

„რა გაწუხებთ?“ ძალიან კარგი წამოწყებაა, რომელიც საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სამინისტროს გადახედოს თავის პოლიტიკას და საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთი რამ სხვაგვარად და უკეთესად დაგეგმოს და განახორციელოს“, – მიიჩნევს გიორგი შენგელაია.

გარდა ამ პროგრამისა, რეჟისორმა შეაფასა ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. მას მიაჩნია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროს დიდი წარმატებაა:

„მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროში ნამდვილად დიდი მიღწევებია. განსაკუთრებით იმ ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ამ ფონზე, რაც გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ, არის დიდი წარმატება. ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას“, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ პრობლემები ჯანდაცვის სფეროში პერიოდულად ჩნდება, ხოლო მთავარია, რომ დაფინანსება არსებობდეს:

,,ძალიან რთული სასაუბროა პრობლემებზე, ზოგადად, რადგან ისინი პერიოდულად ჩნდება. ხან სადღაც რიგებია, სადღაც სხვა პრობლემაა. მთავარია, იყოს დაფინანსება, ხოლო რიგებს ვერაფერს ვუზამთ. ზოგადად, ჯანდაცვის დონეზე რომ იყოს სხვა დარგები განვითარებული ჩვენ ქვეყანაში, იქნებოდა ძალიან კარგი. პირადად მე ძალიან მადლობელი ვარ ბატონი სერგეენკოსი“, – ამბობს გიორგი შენგელაია.

epn.ge

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …