მთავარი » ახალი ამბები » გიორგი კვირიკაშვილი: ვულოცავ დავით სერგეენკოს ამ დიდ წარმატებას
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე დავით სერგეენკოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა.

გიორგი კვირიკაშვილი: ვულოცავ დავით სერგეენკოს ამ დიდ წარმატებას

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ჩვენი კოლეგა დავით სერგეენკო აირჩიეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად და მინდა მივულოცო ბატონ დავითს და მთლიანად მინისტრთა კაბინეტს ეს ძალიან დიდი წარმატება“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსნებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ევროპის რეგიონიდან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. კოპენჰაგენში, ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური კომიტეტის 66-ე სესიაზე დავით სერგეენკო სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ჯანდაცვის სისტემაზე ისაუბრა.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …