მთავარი » ახალი ამბები » გიორგი კვირიკაშვილი გლობალურ კონფერენციას დაესწრო
ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გლობალურ კონფერენციას „ჯანდაცვის გამოწვევები 21–ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო“ დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილი გლობალურ კონფერენციას დაესწრო

დღეს, საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გლობალურ კონფერენციას „ჯანდაცვის გამოწვევები 21–ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო“ დაესწრო.

კონფერენციის ერთ–ერთი მომხსენებელი იყო გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დამფუძნებელი ბერნარ კუშნერი, რომელიც 2007–2010 წლებში საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი იყო.

ვიცე-პრემიერმა ბერნარ კუშნერს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და ასევე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ახლა, ასევე 2008 რუსეთ-საქართველოს ომის დროს. 

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და გლობალური ალიანსის პრეზიდენტმა ჟან ელი მალკინმა.

ერთობლივ კონეფრენციაზე განხილულ იქნა ჯანდაცვის სფეროს რეფორმების ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …