მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » გიორგი კვირიკაშვილი – C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს
C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი – C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს

C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვაზე მუშაობდა.

„28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ. მე მგონია, ჩვენ, ქართველებს მართლა გვაქვს საამაყო იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და არის ძალიან წარმატებული სტატისტიკა. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გრძელდება და ფართოვდება. ძალიან ბევრი ადამიანი იმედით ელოდებოდა ამ პროგრამას და კარგია, რომ ეს პროგრამა არათუ ამართლებს, არამედ ბევრწილად გადააჭარბა კიდეც მოლოდინებს თავისი წარმატების მაჩვენებლებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა პროგრამის მიმდინარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება.

დავით სერგეენკოს თქმით, გასული წლის აპრილიდან დღემდე პროგრამაში 14 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, აქედან 5 000-ზე მეტმა მკურნალობა დაასრულა. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე პაციენტთა 92% სრულად განიკურნა.

„იმისათვის, რომ ეს პროექტი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტი და ქვეყანაში – სტაბილური პოლიტიკური წინაპირობა. ბოლო სამი თვეა, კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე გადავედით, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი რაიმე რისკჯგუფის და სიმძიმის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში შეგვეძლო 800 პაციენტის გატარება, ახლა 3 000-ზე ავდივართ. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 000 ადამიანისთვის, ვინც, სამწუხაროდ, საქართველოში ინფიცირებულია ამ დაავადებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …