“არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით, არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას არ ვაპირებთ დღეს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმცირესობა მთვრობის ახალ შემადგენლობას ხვდება.
“2018 წლიდან როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას, იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.