მთავარი » ახალი ამბები » გიორგი ხეჩინაშვილი: სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა (PPP) დღეს ყველაზე წარმატებულ, იმედისმომცემ და პროგრესულ მიდგომად მიიჩნევა
გამოცხადებული ტენდერი დასასრულს მიუახლოვდა. ტენდერი თბილისის სამ კლინიკას შეეხება.აღნიშნულ საკითხს ეხმაურება ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი.

გიორგი ხეჩინაშვილი: სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა (PPP) დღეს ყველაზე წარმატებულ, იმედისმომცემ და პროგრესულ მიდგომად მიიჩნევა

ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასასრულს მიუახლოვდა. ტენდერი თბილისის სამ კლინიკას შეეხება.

ესენია: ბავშვთა ინფექციური, რესპუბლიკური საავადმყოფოები და უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო.

ტენდერის ბოლო ეტაპზე ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“ გავიდა. სამი საავადმყოფოს განვითარების მოდელთან დაკავშირებით, კომპანიამ უკვე წარადგინა საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები.

აღნიშნულ საკითხს ეხმაურება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი:

„პირველი და მთავარი – ზოგადი კონცეფცია სწორია. სხვა დროსაც მითქვამს, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა დღეს ყველაზე წარმატებულ, იმედისმომცემ და პროგრესულ მიდგომად მიიჩნევა. ის ფაქტი, რომ ამ პროექტში მონაწილეობს სოლიდური და საკმაოდ ცნობილი კომპანია „ალფამედიკი“, დიდი ისტორიითა და ევროპული გამოცდილებით, ძალიან დამაიმედებელია.

რაც შეეხება ევროპულ მოდელს – რატომაც არა? ევროპის ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემა სწრაფად და მძლავრად ვითარდება. რასაკვირველია, ეს იქნება სწორი არჩევანი, რადგან ქართული ჯანდაცვა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, არსით და მენტალობით მაინც ევროპული იყო. ამიტომ ევროპული მოდელის არჩევა, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა და სასიკეთო იქნება ქართული ჯანდაცვის სისტემისათვის. ასე რომ, მხოლოდ პოზიტივს ვხედავ ამ ყველაფერში“, – განაცხადა გიორგი ხეჩინაშვილმა.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …