მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » გიგი წერეთელი C ჰეპატიტის პროგრამაზე: საქართველოს უდავოდ გაუმართლა!
გიგი

გიგი წერეთელი C ჰეპატიტის პროგრამაზე: საქართველოს უდავოდ გაუმართლა!

გიგი წერეთელი აცხადებს რომ, ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ჯანდაცვის რაიმე სტრატეგია დაუგეგმავს, მიზნად პირველადი ჯანდაცვის გამართული სისტემა აქვს დასახული, მაგრამ მთავარია ვინ როგორ ახორციელებს და რისი საშუალება აქვს.

“აიპრესთან” საუბრისას ის კომენტარს აკეთებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებითაც.

ამჟამად მიმდინარეობს ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, როგორ შაეფასებთ ამ პროგრამის მიმდინარეობას? რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ?

რაც შეეხება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, საქართველოს უდავოდ გაუმართლა, რომ ამ პროდუქტის, ამ წამლის შექმნელმა „გილიარდმა“ გადაწყვიტა, რომ ელიმინაცია სწორედ აქ მომხდარიყო და საქართველო ყოფილიყო მაგალითი იმისა, რომ აქ შეიძლება არამარტო დაავადებულთა შემცირება, არამედ ამ დაავადების სრულად აღმოფხვრა.

საქართველოს აქვს სწორედ ის კრიტერიუმები, რომლებიც ელიმინაციას სჭირდება: არის პატარა ქვეყანა, მცირე მოსახლეობით, დაავადებულთა რიცხვი მაღალია, გვაქვს კარგად განვითარებული ლაბორატორიული სისტემა და ზოგადად ის ინფრასტრუქტურა, რაც სჭირდება C ჰეპატიტის მკურნალობის რეალიზებას. ამასთან ერთად, სამედიცინო პერსონალიც ამ სფეროში საკმაოდ გამოცდილია.

რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა მას მენეჯმენტის საკითხში პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. მკურნალობის დონის შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან სულ რაღაც 1 თვეც კი არ არის, რაც დაიწყო ელიმინაციის პროგრამა და ყველაფერს დრო გვაჩვენებს, მათ შორის იმასაც, როგორ მოახერხებს სახელმწიფო თავისი როლის შესრულებას.

დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე დიაგნოსტიკას და დაავადების გამოვლენას, რადგან მკურნალობა ამ ტიპის სელექციით ხდება.“ – განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი წერეთელმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …