მთავარი » ახალი ამბები » გიგა ბუკია: მედიკამენტების გაიაფებაში დიდ როლს თამაშობს ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლა
დიდ როლს თამაშობს ბაზარზე ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლა. ეს ზრდის კონკურენციას. ვინც ამ ბიზნესშია ჩართული, ის უფრო ოპტიმალურ ფასებს შესთავაზებს მომხმარებელს.

გიგა ბუკია: მედიკამენტების გაიაფებაში დიდ როლს თამაშობს ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლა

საპარლამენტო უმრავლესობისა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიგა ბუკია, მედიკამენტებზე ფასების კლების საკითხს ეხმიანება:

„სადავო აღარ არის და ფაქტია, რომ მონოპოლისტური ბაზარი ქვეყანაში აღარ არსებობს. საბაზრო რეგულაციები გადავიდა ღია ბაზრის პირობებში. წამლის ყველა სახეობაზე დაიწყო ფასმა შემცირება. ეს ბუნებრივი პროცესია.

სად, რა დოზით მოხდა ფასების კლება, რთული დასადგენია და შიდა კვლევის საკითხია. მთავრია, რომ ტენდენცია მოსახლეობისთვის სასარგებლოა. მომხმარებლებს რაც ნაკლები ექნება სამედიცინო ხარჯები, მით უკეთესი მათი ბიუჯეტისთვის“.

გიგა ბუკიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რასაც შესაძლოა,მედიკამენტებზე ფასების კლება გამოეწვია:

„ერთი მხრივ, ლარის კურსი ახდენს ფასთა კვოტირებას, ვინაიდან ნაწილი მედიკამენტებისა, რომლებიც დოლარზეა შეძენილი, ძვირად იყიდებოდა. იმ ნაწილის ფასი, რომლის იმპორტირება არ ხდება, არ შეიცვლებოდა, ან უფრო დაიკლებდა. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“  შემოსვლა. ეს ზრდის კონკურენციას. ვინც ამ ბიზნესშია ჩართული, ის უფრო ოპტიმალურ ფასებს შესთავაზებს მომხმარებელს. ბუნებრივია, კონკურენტული გარემო აიძულებს მათ, ფასებს გადახედონ და შეამცირონ“.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …