მთავარი » ახალი ამბები » გია ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიხიაშვილი კლინიკა ლანცეტს ეწვივნენ
კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, ვეტერანთა სამსახურსა და ლანცეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში ვეტერანთა მიმართვიანობა აქტიურად მიმდინარეობს.

გია ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიხიაშვილი კლინიკა ლანცეტს ეწვივნენ

კლინიკა ,,ლანცეტში“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით, პარლამენტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე იმყოფებოდნენ.

დეპუტატები ადგილზე გაეცნენ ვეტერანების მკურნალობის პირობებს.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, ვეტერანთა სამსახურსა და ,,ლანცეტს“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში ვეტერანთა მიმართვიანობა აქტიურად მიმდინარეობს. უკვე ისარგებლა 70-ზე მეტმა ვეტერანმა შეთავაზებული სხვადასხვა სამედიცინო სერვისით 18 დღის განმავლობაში.

დეპუტატების განმარტებით, კლინიკა ,,ლანცეტში“ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

,,ჩვენ ვნახეთ საუკეთესო პირობები ამ კლინიკაში, ვნახეთ მადლიერი ვეტერანები და სანამ სახელმწიფო გრძელვადიან პერსპექტივაში ააშენებს ვეტერანებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრს, მანამ არცერთი დღით არ შეფერხდება ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ეფექტურად ახორციელებს ამ გარდამავალ ეტაპს“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით კი, ყველანაირი შიში იმის თაობაზე, რომ ვეტერანები, მას შემდეგ, რაც ჰოსპიტალში არ მკურნალობენ, ვერ მიიღებენ შესაბამის სამედიცინო მომსახურეობას, უკვე გაქარწყლებულია, რადგან საკუთარი თვალით ნახა ის პირობები, სადაც ვეტერანები მკურნალობენ. მან პირადად მოისმინა ვეტერანებისგან, რა უკეთდებათ მათ კლინიკის მხრიდან და კმაყოფილება გამოთქვა.

დეპუტატების თქმით, ისინი პერმანენტულად დააკვირდებიან პროცესს, რათა ვეტერანებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდოთ საუკეთესო სერვისები, რომელსაც ისინი იმსახურებენ. კლინიკის ხელმძღვანელობამ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, დაასაქმოს ის სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ვეტერანების ჰოსპიტალში მუშაობდნენ.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …