მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » GHG –იმ ფარმადეპოს შეძენის ხარჯზე, შემოსავლების ზრდაზე განაცხადა
“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” (GHG) ფარმადეპოს შეძენის ხარჯზე, შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდაზე განაცხადა.

GHG –იმ ფარმადეპოს შეძენის ხარჯზე, შემოსავლების ზრდაზე განაცხადა

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” (GHG)  “ფარმადეპოს” შეძენის ხარჯზე,  შემოსავლის  მნიშვნელოვან ზრდაზე განაცხადა.

ქვეყნის წამყვანმა ჯგუფმა ინვესტორებს I კვარტლის მაჩვენებლები წარუდგინა.

ანგარიშში მენეჯმენტმა აქცენტი „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელის შეძენის წარმატებით დასრულებაზე გააკეთა. შერწყმა ამ წლის იანვარში დასრულდა და  სწორედ ამ ბიზნესიდან მიიღო კომპანიამ 111.4 მლნ ლარის შემოსავალი, მაშინ როდესაც ჯამური შემოსავალი 186.6 მლნ ლარი იყო (+157.1% y-o-y)

წლიურ ჭრილში GHG-ის შემოსავალი 72.6 მლნ ლარით გაეზარდა; ჯანდაცვიდან შემოსავლის ზრდამ 9,8% შეადგინა, სადაზღვევო პრემიების პორტფელის წმინდა ზრდა 1% იყო.

„ჩვენთვის მთავარი ფოკუსი პირველ კვარტალში იყო “ფარმადეპოს” ბიზნესის წარმატებული ინტეგრირება ჯგუფში, პროცესი შეუფერხებლად მიდის და უკვე დასრულდა რიგ მთავარ სფეროებში“, – აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მოგებამ პირველ კვარტალში 13.1 მლნ ლარი შეადგინა, გასული წლის 12.7 მილიონის შემდეგ.

gbc.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …