მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » GDP სერტიფიკატი 40-მდე კომპანიამ მიიღო

GDP სერტიფიკატი 40-მდე კომპანიამ მიიღო

კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტები ამ დრომდე ფარმაცევტული პროდუქციის 40-მდე დისტრიბუტორმა დააკმაყოფილა და შესაბამისი სერტიფიკატი აიღო. სულ კი საქართველოში 200-ზე მეტი ასეთი კომპანია მოქმედებს. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დისტრიბუტორისთვის სტანდარტის დაკმაყოფილება უფრო მარტივია, ვიდრე წარმოებისთვის, რადგან მისი მთავარი ვალდებულება საწყობების სტანარტების მიხედვით მოწყობაა, რაც გულისხმობს ტენიანობას, ტემპერატურის შესაბამის რეჟიმსა და სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. საწარმოების შემთხვევაში კი ახალ სტანდარტზე (GMP) გადაწყობა გაცილებით მეტ ინვესტიციას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ჯიემპი ალდებულების ამოქმედებიდან, 2022 წლის იანვრიდან დღემდე, GMP სერტიფიკატი მხოლოდ 3 კომპანიას აქვს. ესენია  „ავერსი რაციონალი “, „ჯი ემ ფარმასიუთიქალი “ (PSP-ს საწარმო) და ანტიბიოტიკების მწარმოებელი კომპანია „აბიფარმი“. ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ სტანდარტს უახლოეს პერიოდში „ბიოქიმფარმიც“ მიიღებს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …