#განიკურნე – ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა. #შემოგვიერთდი – ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი.
კამპანიის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებელია სკრინინგი. ამ გზით პაციენტი არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თავის ახლობლებსაც იცავს.
საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირად ღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 41 000-მდე ბენეფიციარი. მათგან მკურნალობაში უკვე ჩაერთო 40 000-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი კი 30 000-ზე მეტმა დაასრულა.
განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98%-ს შეადგენს.
განიკურნე, შემოგვიერთდი, მომავალი C-ს გარეშე!
#განიკურნე #STOPC #ჯანდაცვა2017