მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » გამოსავალი ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაშია

გამოსავალი ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაშია

მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებსა და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების საკითხს „ადამიანის ულებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის“ პრეზიდენტი გიორგი ლაღიძე გამოეხმაურა: 

„როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტებზე, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის პრობლემა, რომ მედიკამენტების ფასებმა დღეს პიკს მიაღწია. განსაკუთრებით დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ლარი გარკვეულ სტაბილურობას განიცდის, ფასები მედიკამენტებზე კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს კი ჩენი მოქალაქეებისთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ წამლების თამამად შეძენას.

ვფიქრობ, რომ გამოსავალი ფარმაცევტულ ბაზარზე არაბრენდირებული, ანუ ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაშია. ამიტომ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება უმნიშვნელოვანესია დღეს.

შესაბამისად, მაინც მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გამონახოს გზა და გამოძებნოს ფორმა, შეძლოს მედიკამენტების ფასებზე გარკვეული თვალსაზრისით სუბსიდირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის“.

გიორგი ლაღიძემ ასევე ისაუბრა მედიკამენტების  მწარმოებელ ქვეყნებზეც და აღნიშნა, რომ მათ ხარისხს ქვეყანა არ განსაზღვრავს. მთავარია მათი წარმოება სტანდარტების დაცვითა და კონტროლით ხდებოდეს.

news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …