შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და გლობალური ალიანსისპრეზდენტმა ჟან ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
საუბარი სამინისტროს ახალ აქციას „რა გაწუხებთ?“ შეეხო. 25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უპასუხონ კითხვებს, რომლებიც უშუალოდ ქვეყნის ჯანდაცვის მიმართულებას ეხება.
ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არ არის სოციოლოგიური კვლევა, არამედ ეს არის გამოკითხვა, რომელიც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოს თუ რა აწუხებს მოსახლეობას ჯანდაცვის მიმართულებით.
გამოკითხვა მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაციისათვის, მათი სურვილების, მოლოდინებისა და საჭიროებების ზუსტი განსაზღვრისთვის შეიქმნა, რადგან ნებისმიერი რეფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული, როცა ის მოსახლეობის მოთხოვნებს და მოლოდინებს პასუხობს.
გლობალური ალიანსის პრეზიდენტმა ჟან ელი მალკინმა დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ გამოკითხვა დაეხმარება სამინისტროს კიდევ უფრო ახლოს იყოს მოსახლეობასთან და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს დეტალებზე.
კითხვარი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ინტერნეტით – ვებ გვერდზეwww.1505.ge, ასევე ჯანდაცვის რეგიონალურ ოფისებში.
გამოკითხვა 25 იანვარს დაიწყება და 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კითხვარის შედეგების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო გლობალურ ალიანსთან ერთად, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და მიიღებს დამატებით ზომებს მოქალაქეების საჭიროებებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.