მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » გამოკითხვა-აქცია რა გაწუხებთ?
გამოკითხვა-აქცია „რა გაწუხებთ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, „გლობალურ ალიანსთან“ ერთად ორგანიზებული პროექტია.ის 25 იანვარს დაიწყო.

გამოკითხვა-აქცია რა გაწუხებთ?

ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა გამოკითხვა-აქცია – „რა გაწუხებთ“ გაიმართა.

აქციის ფარგლებში, მოქალაქეების გამოკითხვა მეტროსადგურ „რუსთაველისა“ და „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ისინი სპეციალურ კითხვარებს ავსებდნენ, ჯანდაცვის სისტემაში არსებული საჭიროებების შესახებ თავიანთ აზრს აფიქსირებდნენ და ურნებში ათავსებდნენ.

მოქალაქეებს, აქცია-გამოკითხვის ფარგლებში, საშუალება მიეცათ, ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და რეფორმირებასთან დაკავშირებული კითხვებისთვის გაეცათ პასუხი და ამ მიმართულებით, თავიანთი საჭიროებების შესახებ აზრი დაეფიქსირებინათ.

გამოკითხვა-აქცია „რა გაწუხებთ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, „გლობალურ ალიანსთან“ ერთად ორგანიზებული პროექტია. ის 25 იანვარს დაიწყო და 1 თვეს გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს, კითხვარების შევსება, როგორც სამინისტროს რეგიონალურ ოფისებში, ისე ვებ-გვერდის – www.1505.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

მიღებული შედეგების მიხედვით, მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო „გლობალურ ალიანსთან“ ერთად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …