მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციას გადანერგვის ოპერაციების შესახებ
კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციებს, ჩამოჰყავდათ დონორები და აკეთებნდენ გადანერგვის ოპერაციებს და მთავრობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციას გადანერგვის ოპერაციების შესახებ

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების პროექტი დაამტკიცეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, კლინიკები სამინისტროს არ აწვდიდნენ ინფორმაციას გადანერგვის ოპერაციების შესახებ. სერგეენკოს თქმით, აღნიშნული დადგენილებით გასწორდა ის შეუსაბამობები, რომელიც 2001 წლის კანონსა და 2010 წლის დადგენილებას შორის იყო.

,,ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაცია ერთ-ერთი მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობაა. შეუსაბამობაა 2001 წლის კანონსა და 2010 წლის მთავრობის დადგენილებას შორის, კერძოდ, ის, რომ კანონში ეწერა, სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულბა შეტყობინების შესახებ, ვინ არის დონორი და ვინ არის პაციენტი, ხოლო ლიცენზიებისა და ნებართვების დადგენილების შესახებ დადგენილებაში ეს ვალდებულება არ ეწერა.

გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციებს, ჩამოჰყავდათ დონორები, მიჰყავდათ პაციენტები და აკეთებნდენ გადანერგვის ოპერაციებს და მთავრობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რაც მიუღებელია დიდი რისკის გამო და ეს ცვლილება სწორედ ამას ეხება“, – განაცხადა სერგეენკომ.

medianews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …